სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ანგარიში აქციის ფონზე წარადგინა. სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა ადგილზე ალექსანდრე მოწერელიასთვის გადასაცემად კაკალი და თხილი მიიტანეს, თუმცა ამის საშუალება ტექნოპარკის დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს. აქტივისტები ამბობენ, რომ ამ პერფორმანსს სიმბოლური დატვირთა ჰქონდა.
"ჩვენ გვყავს უსაქმური გუბერნატორი, რომელიც საერთოდ არაფერს არ აკეთებს, არსად არ ჩანს. რა ანგარიში უნდა წარგვიდგინოს, არ ჩანს არსად. მოვიტანეთ თხილი და კაკალი, დაჯდეს დაამტვრიოს და რაღაცით მაინც დაისაქმებს თავს. რისთვის ვუხდით ამ ადამიანს ხელფასს ვერ ვხვდები," - განაცხადა "შეცვალეს" აქტივისტმა, დარიკო არქანიამ.