18 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
"ადამიანები უნდა გაერთონ და ამიტომ დავერიეთ შვილმკვდარ მამებსო, ეს არის ხელისუფლების ლოგიკა" - ხატია დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე პარლამენტის წინ კარვების დაშლას აპროტესტებს. მისი განცხადებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება და შვილმკვდარი მამების კარვების აყრა მიუღებელი ქმედებაა.

"ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და შვილმკვდარი მამების კარვებს დაერივნენ. ეს არავის ეპატიება რეალურად. დააკავეს რამდენიმე ადამიანი და ესაა მათი განმარტება, რომ თურმე საახალწლო ატრაქციონები უნდა გამოფინონ. ადამიანები უნდა გაერთონ და ამიტომ დავერიეთ შვილმკვდარ მამებსო, ეს არის ხელისუფლების ლოგიკა," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები