წინაასაახალწლოდ, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ პიროტენისკის გამოყენება წესების დაცვით მოხდეს.
გუგა ქაშიბაძის თქმით, ასაფეთქებელი საშუალების დახურულ სივრცეში აფეთქება არ შეიძლება.
პიროტექნიკა სახიფათო მხოლოდ ხელში აფეთქების შემთხვევაში არ არის, მან შეიძლება სხვა დაზიანებებიც გამოიწვიოს. მათ ამოყენებამდე, აუცილებლად წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია და მოარიდეთ ბავშვები.
"მოსახლეობის მიმართ, ჩვენი მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც საკმაოდ ხშირია პიროტექნიკით დაზიანებული პაციენტები, განსაკუთრებით კი ბავშვები, რადგან დაახლოებით 60% სწორედ მათზე მოდის, ხოლო 40% კი მოზრდილებზე. თითქმის ყველა შემთხვევა ელემენტარული უსაფრთხოების წესების დაუცველობაა, ძალიან ხშირად ზიანდება ხოლმე ხელის როგორც მარჯვენა ასევე, მარცხენა მტევანი, შემდეგ კი სახისა და გულ-მკერდის არე.
კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო და მოვუწოდო, რომ ბავშვებისათვის მაინც არ გახდეს პიროტექნიკა ხელმისაწვდომი, თუ გვინდა მათი გამოყენება, ელემენტარული წესები აუცილებლად უნდა დავიცვათ,"- განაცხადა დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ.