თბილისში, საახალწლო გალაკონცერტი რესპუბლიკის მოედანზე 23:00 საათზე დაიწყება. კონცერტზე მისული მოქალაქეები ღია ცის ქვეშ 60-იანი წლებიდან დღემდე ყველასთვის საყვარელ ჰიტებს მოისმენენ.
საშობაო სოფელში გრანდიოზული მუსიკალური წარმოდგენა 1 იანვარსაც გაიმართება. დედაქალაქის მერმა კი სანტა კლაუსის როლი მოირგო. კახა კალაძე შვილებთან და თანამშრომლებთან ერთად ქუჩაში საჩუქრებს არიგებს.