პარლამენტთან დაკავებულების ოჯახის წევრები უსამართლობაზე საუბრობენ და მორიგი დაკავების ფაქტს პოლიტიკურ პროცესად აფასებენ.
ნოდარ რუხაძე ერთ-ერთი დაკავებულია, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკას პარლამენტის წინ 20 ივნისიდან დღემდე აპროტესტებს, ის ერთ-ერთი მათგანია, რომლებიც რუსთაველის გამზირზე წუხელ კარვების დაშლის დროს დააკავეს.
როგორც რუხაძის და ქეთი რუხაძე აღნიშნავს, მისი ძმის დაკავება არაადეკვატურ გარემოში მოხდა, რსასაც არცერთი მუხლი არ შეესაბამება.
"არაადეკვატურ ვითარებაში მოხდა მათი დაკავება, ყველაფერი მოვუტანეთ, რაც სჭირდებათ და არავის მივცემთ უფლებას ისინი დაჩაგრონ," - განაცხადა დაკავებულის დამ.
ერთ-ერთი აქტივისტის ზუკა ბერძენიშვილის ძმა კი ფიქრობს, რომ მოვლენები 20 ივნისის გაგრძელებას ჰგავს.
"არაადეკვატური პოლიტიკის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. 31 დეკემბერსაც ვერ ისვენებენ, როგორც ჩანს ამ დრაივით უნდათ შეხვდნენ ახალ წელს," - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილის ძმამ ლევან ბერძენიშვილმა.