დაუვიწყარ და განსაკუთრებულ საახალწლო კონცერტს ჰპირდება "რუსთავი 2" ერთგულ მაყურებელს.
"რუსთავი 2 " საახალწლო ქალაქიდან კლასიკურ და ალტერნატიულ მუსიკას გთავაზობთ.
ჯადოსნურ ღამეს მაყურებლის დაუვიწყარ განწყობაზე ქართველი ვარსკვლავები და მათთან ერთად"რუსთავი 2-ის" წამყვანები იზრუნებენ.
"სხვა შუადღის" წამყვანი გვანცა დარასელია აღნიშნავს, რომ "რუსთავი 2-ის" საახალწლო კონცერტზე უამრავი ისეთი ადამიანი იქნება მოწვეული, რომელიც საზოგადოებას ძალიან უყვარს.
"მაყურებლისთვის იქნება განსაკუთრებული საღამო, ბრჭყვიალა და ზღაპრული. უამრავი ჩვენთვის ძალიან საყვარელი ადამიანი იქნება სტუმრად," - აღნიშნა გვანცა დარასელიამ.
ჟურნალისტ გიორგი ქორქიას თქმით, "რუსთავი 2-ის" მაყურებელს განსაკუთრებული საახალწლო საღამო ელოდება.
"მსგავსად გემრიელად და კარგად გაკეთებული საახალწლო საღამო მე ბოლო პერიოდში არ მინახავს საქართველოში. მიხარია, რომ ამ საღამოს წამყვანი ვიქნები გვანცა დარასელიასთან და მაია ასათიანთან ერთად," - აღნიშნა გიორგი ქორქიამ.