რუსული ოკუპაცია 2019 წელსაც ქვეყნის მთავარი გამოწვევა იყო. "კურიერთან" საგარეო საქმეთა მინისტრმა წელი შეაჯამა.
დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია 2020 წელს ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების თვალსაზრისით.
"წელს გვქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი გარღვევა, მხედველობაში მაქვს წარმომადგენლობათა პალატის მხრიდან ერთხმად მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს საკანონმდებლო ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი. რამდენიმე კვირის წინ გაფორმდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ამერიკასთან და კარგად გვახსოვს 28 კონგრესმენის მიმართვაც, სადაც საუბარია მოლაპარაკების დაწყებაზე საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობის კუთხით," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.