ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, გუბერნატორმა და ზუგდიდის მერმა ბულვარში პირველი პრეზიდენტის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
დღეს ზვიად გამსახურდიას ამ დრომდე ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან 26 წელი გავიდა.
პირველი პრეზიდენტი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.