ორბელიანის მოედანი საახალწლო ადგილად იქცა. განათებული ათონელის ქუჩა, ჩიჩილაკების ტყე და მანათობელი პლანეტა, თოვლის ბაბუის სახლი და ყინულის მოედანი. მოქალაქეებს იქ უამრავი გასართობი პროგრამა ელოდება.
ორბელიანის მოედანზე ეწყობა საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, აგრო, ღვინის და სამეწარმეო ბაზარი. იმართება სახალხო კარაოკე და დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები.
ორბელიანის მოედანზე მოწყობილია ხელნაკეთი ნივთების კუთხე და დამთვალიერებელს ბევრი საინტერესო ღონისძიება ელოდება.