18 ნოემბერი 2024,   09:57
ვრცლად
ძველები, ახლები და დაბრუნებულები - გაიცანით "კურიერი" - "რუსთავი 2"-ის მრავალწლიანი ისტორია

როგორია "კურიერის" გუნდი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს იმისთვის, რომ ყველაზე სწრაფად და ოპერატიულად, მიუკერძოებლად მოგაწოდოთ ახალი ამბები. "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურს თავისი მრავალწლიანი არსებობის ისტორიაში ბევრი ომი, ცვლილება, დარტყმა და შეტევა აქვს გადატანილი. რა თქმა უნდა, გამარჯვებებთან ერთად და ამავდროულად იყო შეცდომებიც.

2020 წელს "კურიერის" გუნდი განახლებული შემადგენლობით ხვდება.

ეს ისტორია, რომელიც 25 წლის წინ დაიწყო, ყოველ დღე ახალ ფურცელს იწყებს. არაერთი დაბრკოლების, მიზანმიმართული ნგრევისა, თუ კრიზისის მიუხედავად ქვეყნის მთავარი საინფორმაციო სამსახური ახალი გუნდით და უმნიშვნელოვანეს ფასეულობებზე დაფუძნებული სარედაქციო პოლიტიკით, ახალი ამბების კეთებას განაგრძობს.

"კურიერის" დიდი ოჯახი, რომელიც წლებთან ერთად იზრდებოდა და ზოგჯერ იცვლებოდა კიდეც, არ კარგავდა მთავარ მონაპოვარს და ასეა დღემდე. კომპანია, რომელიც თავის დროზე სწორი ფუნდამენტით აშენდა, რყევების მიუხედავად გაძლო და გადარჩა. გაუძლო უამრავ კრიზის, დახურვას, ეთერის გათიშვას, მაგრამ ყველა დაბრკოლების მიუხედავად მიკროფონი და ლოგო დარჩა პროფესიონალიზმის მთავარ სიმბოლოდ.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები