18 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
პოლიტიზირებული პროექტი - ექსპერტები ანაკლიის პორტის განხორციელების შეფერხების მიზეზებზე

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება. მთავრობის განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. ექსპერტების მოსაზრებით ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას ხელი რამდენიმე საკითხმა შეუშალა:

"აქ დაემთხვა რამდენიმე მომენტი, ერთი - შიდა პოლიტიკურმა ბრძოლებმა ბუნებრივია პროცესი დააზარალა მათ შორის ინვესტიციის მოზიდვის, მეორე - რაღაცნაირად მე მგონი იმდენი მაინც ვერ მოიზიდეს. საბოლოო ჯამში გასაგებია, რომ კონსორციუმიც ილაპარაკებს იმაზე, რომ მათ უღალატეს, არ დაუჭირეს მხარი და ამიტომ ჩაიშალა პროექტი. სიმართლე სადღაც შუაში იქნება, მე მგონი ორივეს ბრალი იქნება, კონსორციუმის და მთავრობისაც. წელს არჩევნებია, ამ პროექტისთვის ბუნებრივია არავის არ სცალია და არავის სცხელა, რის იმედზე უნდა ვიყოთ, წელს ეს პროექტი მე მგონი არ დაიძვრება არანაირად," - აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე.

პროექტის პოლიტიზირებაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "სექტორი 3"-ის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა:

"ძალიან პოლიტიზირება მოხდა ამ პროექტის, რაც აზიანებს თვითონ მთავარ მიზანს. მიზეზების ძიება და პოტენციური რისკების წამოწევა არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე რელევანტურია, არცერთ მხარეს ეს არ სჭირდება და არ აწყობს. პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ ჩართულმა მხარეებმა კიდევ ერთხელ გამონახონ რესურსი, დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდაზე და ვნახოთ, როგორ შეიძლება მიღწეულ იქნას შეთანხმება, რათა ეს პროექტი განხორციელდეს," - განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

დღის ამბები