მაისში საქართველო ევროსაბჭოს მინისტერიალს უმასპინძლებს, ღონისძიებაში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. ევროსაბჭოს წევრია რუსეთიც, ჩამოვა თუ არა საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ჯერ უცნობია.
ინფორმაცია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ წარმომადგენელთან დავაზუსტეთ, მარია ზახაროვამ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მინისტრის ვიზიტის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა შეგვპირდა რომ მინისტრის გრაფიკს დააზუსტებს.