18 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
"ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა მათ ოჯახებს, ვინც ამ საშინელ ტრაგედიაში ახლობლები დაკარგეს" - დავით ზალკალიანი

თეირანის აეროპორტთან მომხდარ ავიაკატასტროფას, რომელსაც 180 ადამიანი ემსხვერპლა, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

დავით ზალკალიანმა twiter-ის საშუალებით დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. 

”ღრმად ვართ დამწუხრებული ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ცნობით, რომელსაც ბორტზე მყოფი ყველა სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა მათ ოჯახებს, ვინც ამ საშინელ ტრაგედიაში ახლობლები დაკარგეს”, – წერს დავით ზალკალიანი twitter-ზე. 

დღის ამბები