18 ნოემბერი 2024,   12:21
ვრცლად
ავიაკატასტროფა თეირანთან - საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თეირანთან უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფით გამოწვეული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

"გულწრფელად ვუსამძიმრებ თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს," - წერს საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ twitter-ის ოფიციალურ გვერდზე. 

ავიაკატასტროფას თეირანის აეროპორტთან 180 მგზავრი ემსხვერპლა. ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაღუპულია. უკრაინის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 737" რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა. თვითმფრინავი აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა, რის შემდეგაც ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა. ამ ეტაპზე მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ ბორტზე, ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები