პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისი საქართველოზე არ აისახება.
ამასთან, გეგელიას თქმით, ქართული მხარე აღნიშნულ პოლიტიკურ შეფასებებში ფრთხილი უნდა იყოს.
"სიტუაცია რა თქმა უნდა, არ არის სახარბიელო და უნდა გვახსოვდეს, რომ ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეგიონში. ამიტომ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება, თუ რა ტიპის პოლიტიკურ დისკურსს დავუჭერთ მხარს, უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და მოზომილი.
იმის შანსები, რომ ამერიკასა და ირანს შორის დაიწყოს ფართომასშტაბიანი, ცხელი კონფლიქტი დღეის მონაცემებით მინიმალურია და საქართველოს არ ემუქრება იმის რისკი, რომ მიგრანტთა ნაკადი საქართველოს ტერიტორიაზე შემოვა," - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.