მთავრობას არა აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება და წერტილი დაუსვას პროექტში კონსორციუმის მონაწილეობას - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" დღის ბოლოს მორიგი განცხადება გაავრცელა.
მასში ნათქვამია, რომ ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან მშვიდობიანი გზით მოაგვარონ დავა სახელმწიფოსთან, თუმცა წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავენ.
კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადება საქართველოს მთავრობამ გუშინ გააკეთა. მიზეზად კონსორციუმის მხრიდან შეთანხმების შეუსრულებლობა - ინვესტორებისა და ფინანსების მოძიების პრობლემა დასახელდა.