თბილისში, სააკაძის მოედანთან ახალგაზრდა კაცი მე-15 სართულიდან გადმოხტა.
მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.