18 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
თეა წულუკიანისთვის საპროკურორო საბჭოში, გენერალური პროკურორის კანდიდატის შესარჩევი პროცესის დეტალები უცნობია

საპროკურორო საბჭოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანის განცხადებით, პროცესი არის დამოუკიდებელი და მისთვის უცნობია, რა პროცესები მიდის საბჭოს შიგნით.

"საბჭო მთლიანად გახდა იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობისგან დამოუკიდებელი, შესაბამისად, ვერ გეტყვით საბჭოს შიგნით რა დისკუსიები შეიძლება მიმდინარეობდეს კანდიდატურასთან დაკავშირებით.

სანამ იუსტიციის მინისტრი იყო ხელმძღვანელი, ჩვენ ეს პროცესი რამდენჯერმე ჩავატარეთ და ყოველთვის ვგრძნობდით, რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან თავს ანგარიშვალდებულად და ვაცხადებდით კიდეც სხვადასხვა კანდიდატურისა და შერჩევის პროცედურის შესახებ," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. 

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატი უნდა შეარჩიოს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნოს.

დღის ამბები