18 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
"გვინდა დავლოცოთ ივანიშვილი და მადლობა გადავუხადოთ "ღვაწლისთვის" - "გაბედეს" პერფომანსი მთავარ ნაძვის ხესთან

მოძრაობა "გაბედეს" წევრების პროტესტს, დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, ხმაური მოჰყვა, დემონსტრანტებს უსაფრთხოების სამსახურმა რესპუბლიკის მოედანზე აქციის ჩატარების უფლება არ მისცა, თუმცა პერფორმანსი მიმდინარე ტერიტორიაზე მაინც გაიმართა.

"ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, ქვეყანაში ყველაფერი არის კარგად და დღეს მოვედით, რომ დავლოცოთ და მადლობა გადავუხადოთ თავისი "ღვაწლისთვის" რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებს,"- აცხადებს მოძრაობა "გაბედეს" წევრის, ბექა ნათელაშვილი.

აქციის პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბექა ნათლაშვილის პროცესი ჩაინიშნა.

"როგორც კი გაბედეს აქტივისტებმა მილიონიანი ნაძვის ტოტთან აქცია გამართეს, სასწრაფოდ ჩანიშნეს ბექა ნათელაშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში,"- აცხადებს  "ლეიბორისტული პატიის" პრესსამსახურის უფროსი, ქეთი დოლიძე. 

დღის ამბები