25 ნოემბერი 2020,   12:11
ვრცლად
ავარია თბილისში - დიდუბის ავტოსადგურთან ერთმანეთს სამი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა

ავარია თბილისში - დიდუბის ავტოსადგურთან ერთმანეთს სამი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანა. 

ერთ-ერთ დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები