საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერების პრეზენტაციასაც დაესწრო.
ქართულმა სტარტაპმა Vault Wines-მა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ღვინის ავთენტურობისა და მეღვინეობის აქტივების მართვის პროგრამა წარადგინა.
125 ათასი დოლარით დაფინანსებული პროექტზე 10 კვირის განმავლობაში 70-ზე მეტი გამოცდილი ექსპერტი მუშაობდა. გიორგი გახარიამ ქართველ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა.