რკინის ჯებირები და მწვანე ღობე - საახალწლო ატრაქციონების აღების შემდეგ მერიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოღობა.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს და მწვანე ღობის შიგნით არავის უშვებენ.
შეგახსენებთ, თბილისის მერიამ პარლამენტის წინ განთავსებული საპროტესტო კარვები 31 დეკემბერს აიღო და მათ ადგილას, საბავშვო ატრაქციონები და საშობაო ბაზრობის დახლები დაიდგა.
რკინის ღობე პარლამენტის შენობის წინ თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა დღეს, გამთენიისას განათავსეს.