18 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
ქვეყნის იზოლაცია, დასავლური ინტეგრაციის განადგურება - ოპოზიცია კონგრესმენების კრიტიკულ წერილზე

ამერიკელი კონგრესმენებისგან საქართველოსთვის გამოგზავნილ კრიტიკულ წერილს ოპოზიცია აფასებს.

გზავნილის შინაარსიდან გამომდინარე, ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას ადანაშაულებს. 

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ეს გზავნილი ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი განგაშის ზარია.

"ეს გზავნილი ხელისუფლებისათვის, ძალიან დიდი განგაშის ზარია. ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, არ მახსენდება რომელიმე სახელმწიფოს ასეთი დიპლომატიური ბომბარდირება, რომელსაც რაიმე ტიპის პრეტენზია ჰქონდეს დემოკრატიასთან. ეს არის ძალიან დიდი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო იზოლაცია ემუქრება," - განაცხადა პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავა ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა ქვეყანა, სრულ იზოლაციაში მოექცეს.

"ხელისუფლების ასეთი მოქმედება ჩვენს ქვეყანას იზოლაციაში აქცევს. სამწუხაროდ, ჩვენი დასავლური ინტეგრაცია ეჭვის ქვეშ დგება და ადვილი ლუკმა ვხდებით რუსეთისათვის, რომ გადაგვყლაპოს. ამიტომ, გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს," - განაცხადა  "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ

შეგახსენებთ, საქართველოს ამერიკელმა კონგრესმენებმა კიდევ ერთი კრიტიკულ წერილი გამოუგზავნეს. 

"საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის ფაქტორები, ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებს და დასავლური ინტეგრაციის გზაზე სვლას პრობლემას უქმნის" - ამ შინაარსის  წერილს ხელს კონგრესის 4 წევრი აწერს.

დღის ამბები