18 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
EMC შრომის ინსპექციას სუპერმარკეტებში დასაქმებული ადამიანების მძიმე სამუშაო პირობებით დაინტერესებას მოუწოდებს

სუპერმარკეტების ქსელ "სპარში" სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავებული კონსულტანტის გარდაცვალებას EMC ეხმიანება.  

30 დეკემბერს მომხდარი შემთხვევიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია სერვისის სფეროში არსებულ საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოზე ამახვილებს ყურადღებას. 

EMC შრომის ინსპექციის დეპარტამენტისგან სუპერმარკეტების ქსელებში არსებული უსაფრთხოების საკითხზე ყურადღების გამახვილებას ითხოვს.

ორგანიზაცია მიმართავს პარლამენტსაც და მას მომსახურეობის სექტორში დასაქმებულ პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვისთვის გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებს.

"სუპერმარკეტში დასაქმებულ ადამიანებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. ისინი მუშაობენ ფაქტობრივად განუსაზღვრელი სამუშაო დროით, უწევთ შეასრულონ სხვადასხვა ფუნქცია, მტვირთავიც ისინი არიან, მოლარეებიც და დამლაგებლებიც.

თანამშრომლებს ეკრძალებათ ტელეფონით სარგებლობა, შესაბამისად მყისიერად ვერ უკავშირდებიან ხოლმე პოლიციას და დაცვას. იმას, რომ ისინი პრაქტიკულად ექსპლუატაციურ გარემოში მუშაობენ, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ყოველდღიურად ექმნება საფრთხე.

სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ღირსეული შრომა და უსაფრთხო შრომა," - აცხადებს ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის, სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი.

დღის ამბები