ხმაური საკრებულოში - სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ნაცემია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი.
ფიზიკური დაპირისპირება სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.
უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ კი ხაბეიშვილს თავში ხელი წამოარტყა, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზში ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ლევან ხაბეიშვილს მძიმე დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს მიყენებული. თვითმმართველი ორგანოს სხდომა ჩაიშალა.