18 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს! - საქართველოს მთავრობამ ვაშინგტონიდან მორიგი კრიტიკული წერილი მიიღო

ვაშინგტონიდან მორიგი კრიტიკული წერილი მოვიდა. საქართველოს ხელისუფლებას ღიად უკვე ექვსი კონგრესმენი საყვედურობს.

ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს! - დაწერა ტვიტერში, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა პიტ ოლსონმა. მან კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრების, ადამ კინსინგერისა და გერი კონოლის 16 დეკემბრის წერილიც გააზიარა და თქვა, რომ ეთანხმება კოლეგების კრიტიკას.

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას რესპუბლიკელმა, ბრაიან ბაბინმა  ვრცელი წერილი მისწერა. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, დემოკრატიის კუთხით საქართველოს განგრძობად უკუსვლაზე და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაზე.

"როგორც კონგრესის წევრს, მსურს, შევუერთდე მზარდ შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიის მზარდ და განგრძობად უკუსვლასთან და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით.

ამიტომ, მე ვუერთდები ჩემს კოლეგებს კონგრესიდან, რომელშიც გამოხატული იყო შეშფოთება შეპირებული დემოკრატიული რეფორმების შეჩერების, ასევე მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისას ძალადობის გამო.

გასულ წელს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო "საქართველოს მხარდამჭერი აქტი", რომელშიც ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკაა მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების უწყვეტ განვითარებას, მათ შორის, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს,  კანონის უზენაეობას და ანტიკორუფციულ ძალისხმევებს;

სწორედ ამ ჩანაწერის სულისკვეთების გამო გწერთ, ვინაიდან საყურადღებოა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის ინდიკატორების კუთხით ნეგატიური ტენდენციების ზრდა. 

ამისი პირდაპირი შედეგი არის ის , რომ საქართველოში პირდაპირი ინვესტიციები შემცირდა, ვინაიდან ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები შევიწროების ობიექტები ხდებიან, უწყდებათ კონტრაქტები. ამის მაგალითი ტეხასური ნავთობის და გაზის კომპანია "ფრონტერაა". ასევე, საგანგაშოა იმის ხილვა, რომ სოციალური მედიის ამერიკულმა კომპანიამ, "ფეისბუკმა" ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დახურა ფართო ქსელი, რომელიც მმართველ პარტიასთან იყო დაკავშირებული და ჰქონდა "კოორდინირებული არაავთენტური ქცევა" ოპოზიციური ხედვების წინააღმდეგ, ავრცელებდა ანტიდასავლურ განწყობებს, განსაკუთრებით შტატების მიმართ.

სწორედ გაუარესებული გარემოს გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა 2019-2020 წლებში დაამტკიცა კანონპროექტი კონგრესიდან თანხის გამოყოფის შესახებ, რომლებიც კონკრეტულად მიემართება საქართველოს ხელისუფლების მზარდ ანტაგონისტურ ქმედებებს დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს-კომპანიების წინააღმდეგ. პირველად საქართველოს ისტორიაში, თქვენი ქვეყანა წარმოჩინდა ნეგატიურ და გამაფრთხილებელ ჭრილში აშშ-ის მთავრობის ასიგნებების მიმართ.
 იზრდება მოწოდებები სანქციების დაწესების და სხვა სასჯელების შესახებ. 

ვიმედოვნებ, რომ საქართველო ააშენებს რა მის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკას, რისი მტკიცე საფუძველიც იქნება „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასევე, გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენი მთავრობა გამონახავს გზებს, შეაკავოს აგრესიული ქმედებები ამერიკული კომპანიების მიმართ, ასევე იმუშავებს საგანგაშო ნიშნების აღმოფხვრაზე დემოკრატიის ეკონომიკური კეთილდღეობის და თავისუფლების მიმართ საფრთხის შესახებ,

ვეთანხმები ჩემს კოლეგა ადამ კინზინგერს. საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს, მიმართავს სისასტიკეს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და ანტაგონიზმია იმ ამერიკული ინვესტიციების მიმართ, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს," - წერია ვაშინგტონიდან გამოგზავნილ მორიგ კრიტიკული წერილში. 

დღის ამბები