18 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
"ის ზიანი, რომელსაც ივანიშვილი ქვეყანას აყენებს, უნდა შეჩერდეს" - გიგა ბოკერია ვიკერის წერილზე

წერილები ვაშინგტონიდან კვლავ განხილვის საგანია თბილისში. მორიგი გზავნილის ავტორი სენატორი როჯერ ვიკერია, ადრესატი ისევ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. დოკუმენტი 2019 წლის 19 დეკემბრით თარიღდება და ის გუშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაასაჯაროვა.

აღსანიშნავია, რომ წერილში "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაა ნახსენები.

ბოკერიას განმარტებით, აშშ-დან აქტიურად ისმის განცხადებები, რომ მმართველი გუნდის ქმედებები ქვეყანას ზიანს აყენებს.

"როდესაც სალომე სამადაშვილმა წერილი გაასაჯაროვა, მერეც არ გამოაქვეყნეს მთავრობის წარმომადგენლებმა წერილი, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი ისტერიკისა. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან გვესმის, რომ ის ზიანი, რომელსაც ივანიშვილი და მისი გუნდი ამ ქვეყანას აყენებს უნდა შეჩერდეს, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება. თუ ამ გაფრთხილებასა და შეგონებას ივანიშვილი გაიგებს და გონს მოეგება, ეს უკეთესი იქნება ქვეყნისათვის," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, სენატორის წერილში მკაფიოდ არის განმარტებული, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს პრობლემებს უქმნის.

"საუბარი წერილში არის სწორედ იმაზე, რომ საქართველო დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიც არის პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროება და დევნა. ასევე ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ანგრევს საზოგადოების ნდობას. ეს წერილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენს საუკეთესო მეგობრებსაც კი ძალიან უჭირთ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო პოზიციების დაცვა მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქმნის ასეთ პრობლემებს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები