საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კუკიაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ, ის მრევლს ქადაგებით მიმართავს.
წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს.