ზუგდიდში პარკირების ზონიდან მანქანის გადავარდნის შედეგად მძღოლი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ მოაჯირს დაეჯახა, შემდეგ კი სიმაღლიდან ჩამოვარდა.
დაშავებული ახალგაზრდა ქალი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი კონტაქტურია და მას კვლევები უტარდება.