22 დეკემბერი 2024,   15:26
ვრცლად
სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში გიორგი ვაშაძემ "განათლების ქართული მოდელი" წარადგინა

სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში "გამარჯვებული საქართველოს " ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საზოგადოებას "განათლების ქართული მოდელი" წარუდგინა.

მოდელი 15 ინიციატივისა და 3 ძირითადი ნაბიჯისგან შედგება, რაც მიზნად ისახავს საგანმანათლებლო სექტორის ძირითად დამოუკიდებლობას.

"განათლება - ეს არის ქვაკუთხედი, რამაც უნდა გადაგვალახინოს ის უზარმაზარი ეკონომიკური პრობლემა, რაც ქვეყანაშია. ჩვენი 15 ინიციატივა კომპლექსურად მოიცავს მთლიანად ამ თემას. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც გვაქვს, ეს არის განათლების ეროვნული საბჭო, რომელსაც 80 ათასი პედაგოგი, პროფესორ-მასწავლებელი აირჩევს საქართველოში 7 წლის ვადით და სწორედ ისინი განსაზღვრავენ საქართველოში განათლების პოლიტიკას," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები