საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 4 თებერვალს ვაშინგტონს ეწვევა. საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში და საექსპერტო წრეებთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენცია 4-7 თებერვალს გაიმართება.
"4-7 თებერვალს შედგება ეს ვიზიტი და იქ იგეგმება საერთაშორისო კონფერენცია, მინისტრი მიწვეულია ამერიკელი კოლეგის მიერ. შეხვდებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს," - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.