18 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ახალი ქართულ-ამერიკული ორგანიზაცია ახალგაზრდების პოლიტიკისა და მეცნიერების კუთხით განვითარებას გეგმავს

"ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივა" - ასე ჰქვია ქართულ-ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციას,რომელიც საქართველოში ამერიკის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა.

ორგანიზაციის მთავარი მიზანია ქართველი ახალგაზრდების განვითარება პოლიტიკის მეცნიერებისა და არაფორმალური განათლების კუთხით.

ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით აქტივობებს აანონსებს.

"ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის" დამაარსებელი ქრისტინა ფუშოუმ განაცხადა, რომ ორგანიზაცია ახალ შესაძლებლობებს მისცემს ახალგაზრდებს.

"ეს ახალი ორგანიზაცია ქართველი ახალგაზრდებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, მიღებული ცოდნით კი ქვეყანას დაეხმარებიან,"- განაცხადა ქრისტინა ფუშოუმ.

დღის ამბები