კათოლიკოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ახალ კორონავირუსის შესახებ ისაუბრა. ილია მეორემ აღნიშნა, რომ ვირუსის გამოჩენა ადამიანებში რწმენის განმტკიცებას ემსახურება.
"მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა "სიკვდილის ვირუსი". ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი.
გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ასხუროთ თქვენს კარმიდამოს, ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი," - განაცხადა ილია მეორემ.