კობი-გუდაურის მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გააკეთა. გიორგი წერეთლის თქმით, გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, მოხსნილია ზვავსაშიშროების საფრთხეც.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ტერიტორიას მსუბუქი ავტომობილები ტოვებენ, უახლოეს პერიოდში კი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებიც შეძლებენ გადაადგილებას.
"გუდაური-კობის მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აღდგენილია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატარება და გადაადგილება. ზვავსაშიშროება მოხსნილია, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და როგორც კი საშუალება იქნება, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებიც დაიძვრებიან და გადაადგილდებიან უღელტეხილზე,“ - განაცხადა გიორგი წერეთელმა.
უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზა ორი დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. ადგილზე ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომანქანების რამდენიმეკილომეტრიანი რიგი იყო.