საპროკურორო საბჭოს წევრმა, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საზოგადოებას შოთაძესთან მთავარი კითხვები სწორედ სარალიძის საქმესთან დაკავშირებით აქვს.
"მთავარი კითხვები, რომელიც ირაკლი შოთაძესთან აქვს საზოგადოებას, ეხება ხორავას ქუჩის გახმაურებულ ამბავს. შოთაძე გადადგა, რადგან პროკურატურამ გააყალბა საქმე, შოთაძის შემდგომ კი პროკურატურამ ბრალი წარუდგინა იმ ფიგურანტს, რომელსაც შოთაძის პროკურატურა მიიჩნევდა გამშველებლად.
საპროკურორო საბჭო სრულიად ფასადური ორგანოა, რომელიც შექმნილია ვითომ რაღაც დემოკრატიის იმიტაციისთვის, სინამდვილეში გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს. არც პარლამენტში და არც ამ შენობაში (გენერალურ პროკურატურაში) არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება"- განაცხადა ოთარ კახიძემ.