18 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ქართველი ხალხი იმსახურებს არჩევანის თავიოსუფლებას, პროტესტი გაგრძელდება გამარჯვებამდე - გოცირიძე

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, ქართველი ხალხი სამართლიან არჩევნებს იმსახურებს, შესაბამისად პროტესტი გაგრძელდება.

"ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან, დემოკრატიულ არჩევნებს და იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება. იმსახურებს აირჩიოს ისეთი საარჩევნო სისტემით საკუთარი წარმომადგენლები, რომელიც პროპორციულად გამოხატავს მათ აზრს. პროტესტი გაგრძელდება გამარჯვებამდე," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალემ" პარლამენტთან აღმართულ მწვანე ღობეზე კრემლის გამოსახულებიანი პლაკატი გააკრა.

როგორც "შეცვალეს" აქტივისტმა დიმიტრი ბიძინაშვილმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, მმართველი გუნდმა ქვეყანა რუსულ რელსებზე გადაიყვანა.

"როდესაც დასავლური რელსებიდან ქვეყანა რუსულ რელსებზე გადადის და უარს ამბობენ ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის არის მნიშვნელოვანი, სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგვეტანა ბანერი გაგვეკრა და კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა საზოგადოებისთვის, რომ დღეს ხელისუფლებაში გვყავს რუსული "ოცნება," - განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები უცვლელი მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქციას და "სირცხვილის კორიდორს" აწყობენ. 

 

ავტორი: დავით ცაგარელი

ამავე თემაზე
დღის ამბები