18 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
"ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 2 პაციენტიდან ერთის შემთხვევაში კორონავირუსი ტესტირებით გამოირიცხა" - მარინა ეზუგბაია

ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა, რომ ორი პაციენტიდან ერთ-ერთს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს, კორონავირუსი არ დაუდგინდა. განცხადება ამის შესახებ "კურიერთან" ცოტა ხნის წინ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა გააკეთა. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ორივე პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მისი ლაბორატორიული კვლევის შედეგი ხვალ დილით გახდება ცნობილი.

"ორი პაციენტია ჩვენთან მეთვალყურეობის ქვეშ, აქედან ერთთან უკვე გამორიცხულია კორონავირუსი ტესტირებით. მეორე პაციენტი, რომელიც დღეს ცენტრშია, გუშინ გვიან მოთავსდა, ამიტომ დღეს დილას აღებულ იქნა მასზე ტესტი და დღეს დღის ბოლოს ან ხვალ დილას გვექნება პასუხი. ახალი შემთხვევების რაოდენობა, ბოლო სამი დღეა მცირდება. იყო 19, გუშინწინ იყო 7 და გუშინდელი მონაცემებით 6. ანუ, ყველა სხვა ქვეყანაში და ევროპის ქვეყნებში ტენდენცია არის ახალი შემთხვევების შემცირების," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები