18 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
ეუთო/ოდირის დასკვნები ტექნიკური ხასიათისაა, გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია - ბადრი ჯაფარიძე

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ეუთო/ოდირის დასკვნა არის ტექნიკური ხასიათის, მასში კონსტიტუციურობის საკითხი არ არის დასმული, რადგან მოდელი, რომელიც გაიგზავნა, კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაშია.

ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელის მიღებას მხოლოდ ხელისუფლების კეთილი ნება სჭირდება.

"ის მოდელი, რომელიც გაიგზავნა, არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. "გერმანული მოდელი" ითვალისწინებს შერეულ, მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებს. ოღონდ იქ არის ის პრინციპი ჩადებული, რომელიც საშუალებას იძლევა პარლამენტში მოხდეს ასახვა პარტიების წარმომადგენლობის, საზოგადოებიდან მხარდაჭერის პროპორციულად. ახლა რეკომენდაციები სახეზეა, ეს არის ტექნიკური ხასიათის. ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნების შემთხვევაში, ეს მოდელიც არის აბსოლუტურად მიღებადი მარტივი უმრავლესობით," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები