18 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" გუნდის ამოცანა "ქართული ოცნების" არჩევნების გზით შეცვლა იქნება - დავით ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს" ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. პოლიტსაბჭოს წევრებმა პოლიტიკური გეგმები განიხილეს, საპროტესტო აქციების დაგეგმვისა და ნებისმიერი საარჩევნო მოდელით არჩევნებში მონაწილეობის ჩათვლით.

პარტიის ლიდერების თქმით, "ევროპული საქართველო" ოპოზიციური ბრძოლის წინა ხაზზე რჩება და გუნდის ამოცანა "ქართული ოცნების" მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვლა იქნება.

"დღეს გავიარეთ პარტიული აქტივობების კონკრეტული გეგმა, რომელიც შეეხება სიის ფორმირებას, მაჟორიტარების დასახელებას და მინდა გითხრათ, რომ პარტიაში არის ერთსულოვნება და ყველა მზად არის საბრძოლველად. ჩვენი ამოცანაა, ხელისუფლებას მშვიდობიანად ჩამოვაშოროთ ის გუნდი, რომელმაც უკუსვლის და პრობლემების მეტი ვერაფერი მოუტანა საქართველოს," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

დღის ამბები