18 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობის საკითხი ეჭვქვეშ არ დგას - ნინო ბურჯანაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობის საკითხი ეჭვქვეშ არ დგას.

"არაკონსტიტუციურ დოკუმენტს 12 გვერდს ნამდვილად არ მიუძღვნიდნენ თავისი შენიშვნებით, რომლის გათვალისწინებაც სასურველია და ამისთვის ოპოზიცია მზად არის. შესაბამისად დოკუმენტის და ჩვენს მიერ გაგზავნილი კანონპროექტის კონსტიტუციურობა არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.  

ეუთო/ოდირის დასკვნაში ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ არის საუბარი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, დოკუმენტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რაზეც საქართველოში ფაქტობრივად არავინ დაობდა.

მ​თავარი კითხვა იყო, ოპოზიციის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა - რაზეც პირდაპირი პასუხი დასკვნაში არ არის. 

ოდირის ექსპერტების შეფასებით, ცვლილებების მიღება შესაძლებელია პარლამენტში უბრალო უმრავლესობით. ისევე, როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, ეუთოს რეკომენდაციაც ეხება ფართო კონსენსუსს - სისტემაზე, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, პოლიტიკური თანხმობა უნდა იყოს - წერია დასკვნაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები