18 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
ყველის წარმოება სანიტარული ნორმების დარღვევით - სეს-მა არალიცენზირებული მეწარმეები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყველის არარეგისტრირებული მწარმოებლები გამოავლინა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ კონტროლს იმ ფიზიკური პირების იდენტიფიცირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული, მაგრამ ორგანიზებულად ეწევიან ყველის წარმოება-რეალიზაციას.

ქვემო ქართლის რეგიონში, შემოწმების შედეგად, გამოვლინდნენ არარეგისტრირებული სუბიექტები, რომლებიც სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სხვა მოთხოვნების დარღვევით, ყველის წარმოება-რეალიზაციას ახორციელებდნენ. 

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს საქართველოს მთავრობის დადგენილების - "სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე"  შესაბამისად ახორციელებს.

დადგენილება მიმდინარე წლის 9 იანვრიდან შევიდა ძალაში.

2020 წლის იანვრიდან კი სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, ვინც ორგანიზებულად ეწევა სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას.   

დღის ამბები