მშობიარე ქალის ოჯახი ექიმების წინააღმდეგ. 24 წლის ქალის ახლობლები "ევექსის" ერთ-ერთი კლინიკის სამშობიაროს ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პაციენტი გუშინ მაღალ წნევით შეიყვანეს, ექიმებმა კი მოთხოვნის მიუხედავად, საკეისრო კვეთა არ ჩაატარეს. ბუნებრივი მშობიარობისას ბავშვი გარდაიცვალა.
სამედიცინო დაწესებულებაში კი აცხადებენ, რომ მშობიარობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობდა, რა დროსაც გართულება წარმოიშვა და მიუხედავად იმისა, რომ გართულების შემდეგ საკეისრო კვეთა რამდენიმე წუთში გაკეთდა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"მოხდა ძალიან გვიან კვეთა, უკვე მკვდარი იყო ბავშვი, რომ გაკვეთეს ორსული ქალი. როცა ბავშვს გულისცემა შეუსუსტდა, მაშინ უნდა ყოფილიყო ჩარევა. დაუსჯელი არ დარჩება ეს ექიმი ნამდვილად,“ - განაცხადა მშობიარე ქალის ნათესავმა ქრისტინე ჯავახიშვილმა.