18 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
ყინწვისის მონასტერში მომხდარ ფაქტზე "კურიერში" გასულ სიუჟეტს ბრალდებების ადრესატი გამოეხმაურა

ყინწვისის მონასტერში მომხდარ ფაქტზე "კურიერში" გასულ სიუჟეტს ბრალდებების ადრესატი გამოეხმაურა.

ხარიტონ გოგიშვილი ამბობს, რომ მას მრევლისგან და ტურისტებისგან მოწყალება არასდროს მოუთხოვია და შესაბამისად, პირადი მიზნებისთვისაც არასდროს გამოუყენებია. მეუფე იობის მდივნის და პირადი მძღოლის განმარტებით, მას ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურების შეცვლასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ინფორმაცია მონასტერში არსებულ სიტუაციაზე ეპარქიამ საკუთარ გვერდზე თავად დადო. მორჩილი ამბობს, რომ მას ცილს სწამებენ და რუის-ურბნისი, სხვა ეპარქიაში გადასვლის მიზნით, ამ ინფორმაციის გავრცელებამდე პირადი გადაწყვეტილებით დატოვა.

"მე ვიყავი ეპარქიის მდივანი, მეუფეს მძღოლი და ასევე მისი ტრაპეზარი, სასულიერო პირი არ ვყოფილვარ. ასე რომ, იერარქიულად მონასტრიდან განტევება ჩემზე არ მოქმედებს. ამბობენ იმასაც, რომ თითქოს დაჭერილი ვარ და 20 ათასი დოლარიც და მანქანა ტყეში მაქვს დაგდებული, ეს  რეალობას არ შეესაბამება. ამის შესახებ მეუფემაც ძალიან კარგად იცის. ამას ვიღაც მზაკვარი ადამიანი იგონებს. ჩემს გამო ყინწვისის მონასტერი არ დაშლილა. დიდი იმედი მაქვს, ვინც მსგავსი რაღაც გააკეთა გამოვა და შენდობას ითხოვს ჩემსა და ღვთის წინაშე," - განაცხადა რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტ იობის ყოფილმა მდივანმა ხარიტონ გოგიშვილმა. 

დღის ამბები