18 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
მეტროსადგურში დაკვამლიანების გამო მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო

თბილისის მეტროში ე.წ. შპალი დაიწვა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია. მომხდარის გამო  შეფერხებულია მოძრაობა მეტროს საბურთალოს ხაზზე. 

როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, იყო მცირე დაკვამლიანება და არ არის შემთხვევის განმეორების საშიშროებაა.

" შპს თბილისის სატრანსპორტო სამსახურში" კი "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, რომ მსგავსი სიტუაციების დროს უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია მოძრაობის შეჩერება, ელექტროძაბვის გათიშვა და მგზავრების ევაკუაცია. 

ამ ეტაპზე ძაბვა აღდგენილია და გაჩერებულ მეტროსადგურებში მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს მალე დაუბრუნდება.

დღის ამბები