18 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
მეტროსადგურის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია

დაახლოებით ნახევარსაათიანი შეფერხების შემდეგ მეტროსადგურის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა უკვე აღდგენილია. 

შეფერხება ე.წ. შპალის დაწვამ გამოიწვია, რასაც მეტროსადგურში დაკვამლიანება მოჰყვა. 

როგორც "რუსთავი 2-ს"  თბილისის სატრანსპორტო სამსახურში განუმარტეს, ამ დროისთვის მოძრაობა აღდგა. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაზიანებულან

დაკვამლიანების დროს მოხდა ელექტროძაბვის გათიშვა უსაფრთხოების მიზნით და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

დღის ამბები