არჩილ თალაკვაძე აშშ-ში გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე ჩასულ ქართველ მოსწავლეებს შეხვდა.
მოზარდები მსოფლიოს სხადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში მშვიდობის, განათლების, ენერგიის ალტერნატიული წყაროების, კლიმატური ცვლილებების და მდგრადი განვითარების საკითხებზე იმუშავებენ.
თალაკვაძე ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა და კითხვებს უპასუხა.