18 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
12 საათიანი სპეცოპერაცია და ლიკვიდირებული ეჭვმიტანილი - შემთხვევა ტაილანდში მოხდა 

12 საათიანი სპეცოპერაცია ტაილანდში დასრულებულია. 26 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამხედრო, პოლიციამ მოკლა.

შეიარაღებულ თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე საერთო ჯამში 26 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 57 მოქალაქე, მათ შორის 1 სპეცრაზმელი.

თავდასხმამდე ჯარისკაცმა ჯერ სამხედრო მეთაური მოკლა, სამხედრო ბანაკიდან იარაღი და მანქანა მოიპარა, შემდეგ კი მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. ის არმიაში სავარაუდოდ სნაიპერად მუშაობდა.

დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები