აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია. უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. დარეგისტრირებულია 1314 კანდიდატი. აქედან 19-მა პოლიტიკურმა პარტიამ 246 კანდიდატი წარადგინა. 1057 კი დამოუკიდებელია.
საკუთარი არჩევანი 5 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა უნდა დააფიქსიროს. არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციის ერთი ნაწილი.
გაერთიანება "ნაციონალური საბჭო" კენჭისყრაში არ მონაწილეობს. საკუთარი კანდიდატები ჰყავს ოპოზიციურ "რესპუბლიკურ ინიციატივას".
წინასწარი გამოკითხვებით, 125-მანდატიან მილი მეჯლისში უმრავლესობას მმართველი პარტია "ახალი აზერბაიჯანი" მიიღებს.