აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ექსცესების ფონზე მიმდინარეობს. დამკვირვებლების ინფორმაციით, რეგიონებში იყო ძალადობის ფაქტები, ინციდენტების ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს გადაღების უფლება არ მისცეს.
უბნები დილის 8 საათიდან გაიხსნა. საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს ქვეყნის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ.
საერთო ჯამში დარეგისტრირებულია 1314 კანდიდატი. 1057 დამოუკიდებელი და 246 პოლიტიკური პარტიებიდან.