ოსკარების გადაცემის გრანდიოზული ცერემონია ლოს ანჯელესში დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა.
"საუკეთესო ფილმის" კატეგორიაში ოსკარების 92- წლიან ისტორიაში პირველად უცხოენოვანმა ნამუშევარმა - გაიმარჯვა.
სამხრეთ კორეულმა ფილმმა "პარაზიტი" საერთო ჯამში ოსკარის 4 ჯილდო აიღო. მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლებლად რენე ზელვეგერი და ხოაკინ ფენიქსი დასახელდნენ. მეორეხარისხოვან როლებში კი პრიზი ლორა დერნმა და ბრედ პიტმა მიიღეს.
პიტის სამსახიობო კარიერაში ეს პირველი ოსკარია, აქამდე მას აკადემიის უმაღლესი ჯილდო პროდიუსერის რანგში აქვს მიღებული.
სამ ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა - 1917-მა. საუკეთესო ანიმაციად "თოჯინების ისტორია 4-ი" დასახელდა.
საუკეთესო სიმღერისთვის კი ოსკარი ელტონ ჯონს ერგო. ამერიკის კინოხელოვნების აკადემიის უმაღლესი ჯილდო გამარჯვებულებს სულ 24-ხ ნომინაციაში ერგოთ.